воскресенье, 1 ноября 2015 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

   
ტრენინგის  ბოლო  დღე  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იყო.    ჯგუფის  თითოეულმა

წევრმა  მოახდინა  პრეზენტაცია  შესრულებული  პროექტისა. ყველა  პროექტი

 საინტერესო  და  მნიშვნელოვანი იყო.

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია



      მიმდინარე  სასწავლო  დღეს გავაგრძელეთ  მუშაობა  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე.

  გეგმაში  შევიტანე ის  საბაზისო  უნარ-ჩვევები რომელსაც  უნდა  ფლობდეს

 მოსწავლე.,ის აქტივობები რომლებიც  ხორციელდებაპროექტის  მიმდინარეობისას.

გეგმაში  გავითვალისწინე მოსწავლეთა  განსხვავებული  შესაძლებლობები .

  დღემ  საინტერესოდ  ჩაიარა.


     

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია




დღეს  მოვახდინეთ მოსწავლის  მიერ  შექმნილი სავარაუდო  ნაშრომის და  შეფასების

 რუბრიკის  გაზიარება  ჯგუფის  წევრებთან.   რამდენიმე  წუთი  ვიყავი  მოსწავლის  როლში ,რაც მეტად სახალისო იყო.

    დღის  ბოლოს  გავაკეთე  ბლოგზე მეშვიდე  ტრენინგდღის  რეფლექსია.







                                                                    ლალი 

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

 

დავამუშავეთ  მულტიმედიური  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა,  შევავსე

მულტიმედიური  პრეზენტაციის  შეფასების  ფორმა,  მოვამზადეთ

 პრეზენტაციის  შაბლონის  დამხმარე.  შევურჩიეთ  შესაბამისი დიზაინი, ჩავსვი

 სურათები,რომლებიც  აუდიტორიას  დაეხმარება  შინაარსზე  ყურადღების

 კონცენტრირებაში.  ვისწავლეთ  თუ  როგორ  მივუთითოთ  წყარო  პრეზენტაციაში

გამოყენებულ  ფოტოსურათებზე,  როგორ  დავიცვა  საავტორო  უფლებები.






                                              ლალი

суббота, 17 октября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


 
დღეს  ვიმუშავეთ   მოსწავლეთა  წინარე  ცოდნის  დადგენაზე,  ეფექტურ

სტრატეგიებზე,   კერძოდ ,  ავირჩიე  პროექტისათვისKWL  ცხრილი, კონფერენციის

 კითხვები,      მოვლენათა  ჯაჭვი,  ნაწილობრივ  შევავსეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  სქემა.


                                                     

                                                                   ლალი

მესამე ტრენინგის რეფლექსია



დღეს  ვიმუშავეთ პროექტის  შესაბამის  საგნობრივ  სტანდარტზე,  სასწავლო  ამოცანებზე, მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვების  სახეებზე,  რასაც  მოჰყვა  ჯგუფის  წევრების  თანამშრომლობა, საბოლოო  შეჯერება  კითხვებზე.  მჯერა, ეს გამომადგება წარმატებებისათვის.

ლალი

воскресенье, 11 октября 2015 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


ტრენინგის  პირველი დღე   ჩემთვის    სასიხარულო  და  სასიამოვნო  იყო  განსაკუთრებით იმიტომ,რომ  კვლავ  მქონდა ბედნიერება  შეხვედრისა ისეთ  პროფესიონალთან როგორიც ბატონი გიორგი  ხვედელიძეა. მან  ჩამიტარა  ,,კომპიუტერის  საბაზო  კურსის" ტრენინგი ვფიქრობ,  გავიხსენებ  დავიწყებულს  და  შევისწავლი  ახალსაც.

  პირველ  დღეს  გაგვაცნო  მომავალი საქმიანობა  თუ როგორ უნდა  გამოვიყენოთ  ბლოგი პროფესიული  ზრდისათვის.  ჩემთვის  ეს ტრენინგი  აუცილებლობას  წარმოადგენს.  დიდი  მადლობა  წინასწარ ბატონ  გიორგის.

                                           ლალი